LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკაიფოა შვილს რომ ოჯახი ენგრევა?“ – რა უპასუხა ინგა ბლესმა გამომწერებს შვილის, მარიამ ლამაზის ქმართან გაშორების შესახებ დასმულ კითხვებზე

118
ინგა ბლესი, მარიამ ლამაზი

ქოუჩი და ინფლუენსერი, ინგა ბლესი მიმართვას ავრცელებს და გამომწერების კითხვებს პასუხობს. საქმე ეხება მის შვილს, ასევე ინფლუენსერ მარიამ ლამაზს, რომელიც ჰაიტელ მეუღლეს ცოტა ხნის წინ დაშორდა.

„საკაიფოა შვილს რომ ოჯახი ენგრევა?“, – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელსაც ინფლუენსერმა, ვიდეო მიმართვით უპასუხა:

„ჩემი შვილი, მარიამ ლამაზი არის 33 წლის, არა 13 ან 18 ის, არის 33 წლის ზრდასრული ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრება და გადაწყვეტილებების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა რომ მე ეს მიმაჩნია საკაიფოდ თუ არა საკაიფოდ ამაზე არაფერია დამოკიდებული… მე ეს ამბავი დიდი ხანია გავიგე, ნახევარი წლის წინ.

დიდი ხანი ვინერვიულე, დავდიოდი ნერვებდათხრილი, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს არ მომხდარიყო, სწორედ ამის ხარჯზე გადავადდა ეს ამბავი და ბოლოს ამ მოცემულობას ყველა შევეჩვიეთ, გადავიტანეთ, ვერ მოხდა შენარჩუნება (ოჯახის).

მე პირველ მეუღლეს გავშორდი, კი მძიმე იყო ეს, თუმცა ეს არ არის ცხოვრების ბოლო, ვინც გაშორებულხართ მეუღლეებს, რატომ აღიქმება ასეთ უბედურებად გაშორება…

ახლა დრო შეიცვალა ერთი წავა და მეორე მოვა, მარიამის ცხოვრებაშიც და ჩემი სიძის ცხოვრებაშიც, ჩემი სიძეც ნახავს თავის საუკეთესო ქალს, ისეთს, რომელიც ჩემ შვილზე მეტად გააბედნიერებს მას“. – განაცხადა ინგა ბლესმა.

რატომ დაირქვა ცნობილმა ბლოგერმა მარიამ ლამაზი და როგორ ცხოვრობს აშშ-ში ჰაიტელ ქმარსა და შვილებთან ერთად: „მწერენ, ნეტავ, ლამაზის მნიშვნელობა იცოდეო…“

ვიღებდი ბევრ კრიტიკას ახლობლებისგან, მეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის უნდა შემენახა და არავის აინტერესებდა.

საკაიფოა, შრნს შვილს რომ ოჯახი ენგრევა?

საკაიფოა?!😱😱😱🥶🥶🥶🤭

Posted by AEV Academy – ფსიქოლოგია on ხუთშაბათი, 09 იანვარი, 2025

ცნობისთვის, ცნობილმა ბლოგერმა და ტიკტოკერმა მარიამ ლამაზმა და მისმა ჰაიტელმა მეუღლემ დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g