ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ სპეციალისტი, არუნ ხათრი საკუთარ „იუთუბ“ არხზე გამომწერებს ხშირად უზიარებს საინტერესო რჩევებს.
ამჯერად ხალხური მედიცინის სპეციალისტმა ისაუბრა ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიც არის ტკბილეულზე უარის თქმა.
როგორ ვთქვათ უარი ტკბილეულზე? – არუნ ხათრის თქმით, ადამიანებს აქვთ მარილის ნაკლებობა და ჰგონიათ, რომ ტკბილი უნდათ.
წარმოგიდგენთ არუთ ხათრის 5 რჩევას, რომლის შესრულების შემთხვევაში შაქარზე უარს სამ კვირაში იტყვით:
- ნებისმიერი საკვების მიღების შემდეგ, (მნიშვნელობა არ აქვს, თუნდაც ერთი ლუკმა შეჭამოთ), პირის ღრუში წყალი უნდა გამოივლოთ.
- ყოველთვის თან გქონდეს 1 ლიტრ წყალში გახსნილი 1/4 სუფრის კოვზის მარილი. როდესაც მადისაღმძვრელ ტკბილეულს დაინახავ და მოგინდება, ერთი ყლუპი წყალი გეყოფა, რომ ტკბილის ჭამის შეგრძნება დაიკარგოს.
- ერთი ცალი კიტრი დაჭერით, მარილი მოაყარეთ და მიირთვით. კალორიების არ შეგეშინდეთ, ამ შემთხვევაში ნულ კალორიას მიიღებთ. ტვინს კი ტკბილის მიღების სურვილი აღარ ექნება.
- არის შემთხვევები, როდესაც ჯერ ტკბილ საჭმელს ჭამ და მერე მარილიანი საჭმელი გინდება. ეს ნიშნავს, რომ თქვენს ტვინსა და კუჭს შორის კარგი „კონტაქტი“ არაა. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოაგვაროთ.
- თუ ტკბილეულის ჭამა მოგინდება, შეგიძლია, კომბოსტოს მწნილი შეჭამო. ის თქვენს მუცელში არსებული ცუდი ბაქტერიების პირველი მტერია.
ამ რამდენიმე რჩევიდან, შეგიძლიათ, ნებისმიერი შეასრულოთ და ტკბილის ჭამის შეგრძნება დაიკარგება.
არუნ ხათრი რჩევით, არ არის სასურველი დღეში რამდენჯერმე კვება. მთელი დღის კალორია 2-ჯერ უნდა მიიღოთ.
„დილით, სანამ არ მოგშივდებათ, 11-12 საათამდე არ ჭამოთ. მერე საღამოს ცხრაზე შეგიძლიათ იკვებოთ. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ინსულინი ზემოთ არ წავიდეს. თუ ინსულინი მაღალია, ჭამის სურვილი სულ გექნებათ“, – ამბობს არუთ ხათრი.
ცნობისთვის, არუნ ხათრი წლებია საქართველოში ცხოვრობს. მას ქართველი მეუღლე ჰყავს. წყვილს სამი შვილი შეეძინა.