იურისტისა და პოლიტიკოსის ეკა ბესელიას განცხადებით, მათი იურისტების ჯგუფი ახორციელებს საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირების როგორც სამართლებრივ დაცვას, ასევე პროცესის მონიტორინგსაც.
ბესელიას თქმით, ისინი გეგმავენ გამოიყენონ სამართლებრივი ბრძოლის ყველა გზა,მათ შორის საერთაშორისო სასამართლოც.
სანდრო კაკულია: „ბიძინა ივანიშვილი დაკავებულების ბედ-იღბლით ვაჭრობს – არ ვიცი, რა მოლოდინი უნდა მქონდეს“
„ისეთ დროებაში ვცხოვრობთ, რომ მოლოდინების ქონა მგონია, რომ ცოტა ნორმალური არ არის. საქმე გვაქვს ექსპერიმენტების ჩამტარებელ დანაშაულებრივ ჯგუფთან.“
„ჩვენი იურისტების ჯგუფი იცავს ანდრო ჭიჭინაძეს. მონიტორინგსაც ვახორციელებთ პროცესის სხვა დაკავებული უდანაშაულო ადამიანების, ეს არის აშკარად გამოხატული პოლიტიკური საქმე, არც ერთი მტკიცებულება არაა, რატომ არიან ასეთი მძიმე ბრალდებით დაპატიმრებული.
სამართლებრივი ბრძოლის ყველა გზა იქნება ჩვენი მხრიდან გავლილი იმისთვის, რომ ეს დავა, თუ აქ არ დასრულდება, საერთაშორისო სასამართლოში გადაინაცვლებს.“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ინფორმაციისთვის, ინფორმაციისთვის, დღეს, 10 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და ამავე ბრალდებით დაკავებული კიდევ 9 პირის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლეებმა დაკავებულების აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ.
გამოყენებული „პუბლიკას“ ფოტო