LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოჩენილია მეორე მსოფლიო ომის დროს გადამალული სამეფო საგანძური – სად აღმოჩნდა მონარქების კუთვნილი ფასდაუდებელი, ისტორიული საგანძური

169
საგანძური

ლიეტუვაში, ვილნიუსის ერთ-ერთი ტაძრის სამალავში სამეფო საგანძური აღმოაჩინეს.

CNN-ის ინფორმაციით, სამეფო საგანძური მეორე მსოფლიო ომის დროს იყო დამალული და შუასაუკუნეების ევროპელ მმართველებს ეკუთვნოდა. სამეფო საგანძური მოიცავს გვირგვინს, რომელიც ლიტვის დიდ მთავარს და მოგვიანებით პოლონეთის მეფეს, ალექსანდრე I იაგელონს ეკუთვნოდა.

აღმოჩენილ ნივთებს შორისაა ოქროს ყელსაბამი, მედალიონი, ბეჭდები, სკიპტრა და სხვა ძვირფასი ნივთები.

ვილნიუსის მთავარეპისკოპოსის, გინტარას გრუშასის თქმით, აღმოჩენილი ძვირფასეულობა, რომელიც ლიეტუვის და პოლონეთის მონარქებს ეკუთვნოდა ფასდაუდებელი ისტორიული საგანძურია.

„ეს სიმბოლოები მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოებისთვის, ისე თითოეული ჩვენგანისთვის, როგორც ევროპული იდენტობის ნიშნები, როგორც ძველი სახელმწიფოს აღდგენილი იდენტობა, როგორც ჩვენი ფესვების სიმტკიცის ნიშანი“, – განაცხადა ვილნიუსის ეკლესიის მემკვიდრეობის მუზეუმის წარმომადგენელმა.

არქეოლოგთა უნიკალური აღმოჩენა – 2 200 წლის წინანდელი მუმიფიცირებული თავის ქალა გრძელი თმით – უძველესი ნეშტი უჩვეულო ფენომენით

არტეფაქტი ახლა განთავსებულია პერუს არქეოლოგიის, ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნულ მუზეუმში.

ცნობისთვის, ისტორიული ნივთები პირველად 1931 წელს აღმოაჩინეს, როდესაც ზაფხულის წყალდიდობის შემდეგ კათედრალის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. არტეფაქტები 1939 წელს გაზეთებში შეფუთეს და გადამალეს. შემდეგ სამეფო საგანძური უკვე 2024 წლის სექტემბერში სპეციალური მოწყობილობის საშუალებით იპოვეს.

magti 5g