LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები, გიორგი კირთაძე და ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს

200
2025-01-13_01-13-42_133078

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები, გიორგი კირთაძე და ელენე ხოშტარია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ცნობილია, რომ მათი გათავისუფლება ხელწერილის საფუძველზე მოხდა.

„დაკავებული არის აქციის 8 მონაწილე. როგორც განგვიმარტეს, მეც და ელენე ხოშტარიასაც კანონმდებლობით იზოლატორში ვერ გადაგვიყვანდნენ. გვითხრეს, მართალია არ აღიარებთო, მაგრამ მაინც რაღაც პარლამენტის წევრები ვართ.

როგორც ჩანს ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ გადაგვიყვანეს… როგორც მითხრეს ეს არის რაღაც წინააღმდეგობის გაწევის მუხლი. რას ეძახიან ესენი წინააღმდეგობას? უცებ ვნახე, რომ აკავებდნენ ელენე ხოშტარიას. კითხვა დავსვი, რატომ აკავებთ ხოშტარიას და როგორც ჩანს ჩათვალეს, რომ ეს იყო წინააღმდეგობა. ჩემი ინფორმაციით, ელენეც აქ უნდა იყოს, მთავარ სამმართველოში, თუმცა დეტალები ნამდვილად არ ვიცი“, – თქვა კირთაძემ.

ბელიაშვილის ქუჩიდან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გაიყვანეს და ტერიტორია სრულად დაიკავეს – მოსამართლეები რესტორან „ბაბილოს“ პოლიციის კორდონით ტოვებენ

შსს-ის ცნობით, რესტორან „ბაბილოსთან“ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირია დაკავებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g