LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai სამხრეთ კორეის ხელისუფლებას მილიარდობით დოლარს შეჰპირდა

107
Hyundai სამხრეთ კორეის ხელისუფლებას მილიარდობით დოლარს შეჰპირდა

2025 წელს Hyundai სამხრეთ კორეის ეკონომიკაში რეკორდულ თანხას დააბანდებს. ავტომწარმოებელმა კორეის ხელისუფლებას 24,3 ტრილიონი კორეული ვონის ინვესტირების პირობა დაუდო და ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხაა. Hyundai-მ განაცხადა, რომ მუდმივი სტაბილური „გაცემის“ გარეშე, ეკონომიკური კრიზისის დაძლევა შეუძლებელი იქნება.

Hyundai Motor Group-ის ჰოლდინგში გარდა Hyundai-სა, შედის ასევე Kia-ც. 2024 წლის გლობალური გაყიდვების მაჩვენებლით კომპანიებმა 4,14 მილიონი ავტომობილის რეალიზება შეძლეს, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1,8%-ით ნაკლებია. საექსპორტო ბაზრებზე 3 436 781 მანქანა გაიყიდა, დამატებით 705 010 მოდელი სამხრეთ კორეაში გასხვისდა.

2025 წელს Hyundai Motor მთელი ქვეყნის მასშტაბით 4,17 მილიონი ავტომობილის რეალიზებას აპირებს და მთავარი აქცენტი ელექტრიფიცირებულ ავტომობილებზე გაკეთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები