LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი: „დარწმუნებული ვარ, დღეს რომ დახვრეტა ისევ არსებობდეს, ალბათ, ჩვენ ყველას ერთად დაგვხვრეტდნენ“

252
ნოდიკო ტატიშვილი

„ზოგადად, ავტორიტარული რეჟიმები ასე იქცევიან, ბოლომდე უნდათ, რომ გათიშონ და იბატონონ, ეს მცდელობა აქვთ ახლა ჩვენთანაც, რომელიც, როგორც ხედავთ, არ გასდით. წარმოუდგენელია, ამდენი დღის განმავლობაში ამდენი ხალხი თბილისში, რუსთაველზე, სხვადასხვა ქალაქში გამოდიოდეს და აპროტესტებდეს“, – ამის შესახებ მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა რუსთაველის გამზირზე, მსახიობების მარშზე განაცხადა.

ლოზუნგით „თეატრი და მაყურებელი ტირანიის წინააღმდეგ” თეატრალები პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ნოდიკო ტატიშვილის თქმით, მოქალაქეები იბრძვიან და იბრძოლებენ ბოლომდე, სანამ ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება.

„როცა ეძახიან „რუსები ხართო“, სწყინთ. ეს არის ჩვეულებრივი, კლასიკური რუსული მეთოდები – ბრძოლა ადამიანებთან, რომლებიც სახელმწიფოებრიობას და ქვეყანას იცავენ.

ჩვენ ვიცით, როგორ იბრძოდა რუსეთი, თავისი პროპაგანდით, თავისი ძალადობით, როგორ ხვრეტდა ხალხს. დარწმუნებული ვარ, დღეს რომ დახვრეტა ისევ არსებობდეს, ალბათ, ჩვენ ყველას ერთად დაგვხვრეტდნენ…

ჩემი რჩევა, თხოვნაცა და მოთხოვნაც არის, რომ ძალიან მალე მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება, დავბრუნდეთ დემოკრატიულ გზაზე, ჩატარდე ახალი არჩევნები, სადაც აუცილებლად უნდა მოვიდეს კოალიციური ხელისუფლება. ყველა ვიბრძვით, აქ ვდგავართ და ვიდგებით ბოლომდე, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს“, – თქვა ნოდიკო ტატიშვილმა.

ვიდეო: „ეს გაგრძელდება მანამ, სანამ შედეგს არ მივაღწევთ… კიდევ დაიჭირეს ერთი კოლეგა, არ ჩერდება ეს ყველაფერი და არ გავჩერდებით არასდროს“ – დუტა სხირტლაძე მსახიობების მარშიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g