ჟენევის ავტოშოუს ყველაზე უშნო ავტომობილი Sin-ის სპორტქარი გახდა. ბრიტანულმა კომპანია Sin Cars-მა წარმოადგინა ინოვაციური ავტომობილი, რომელსაც ყველა დავალების შესრულება შეუძლია. S1 ჩვეულებრივ გზებზე თუ სარბოლო ტრასაზე ერთანირი წარმატებით ივლის და ასევე მისთვის ძარის სხვადასხვა ვარიანტის შერჩევაა შესაძლებელი. მაგალითად, ტრეკზე სამოძრაოდ სპორტქარის ორი დიზაინი, ღია კუპე თუ Caterham-ის სტილი იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ძრავს, S1 ბენზინის ძრავით, ჰიბრიდითა და ელექტრონული მოწყობილობით იქნება წარმოდგენილი. სტანდარტული ძრავი კი 2,0 და 3,5 ლიტრიანი აგრეგატი იქნება და 255 და 365 ცხენის ძალის განვითარებას შეძლებს. შესაბამისად, სპორტქარი 100 კმ-ს სულ რაღაც 2,8 და 2,5 წამში განავითარებს. ყველაზე უშნო ავტომობილის წარმოება 2019 წლიდან დაიწყება და მისი საწყისი ღირებულება 49 900 დოლარი იქნება.