LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან გადმოირიცხა

113
ფულადი გზავნილები

საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 285.39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8.2%-ით ნაკლებია 2023 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ანგარიშის თანახმად, გზავნილების კლება რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების 55.82%-ით შემცირებას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, მიგრაციული ეფექტის მილევაზე მეტყველებს. სანაცვლოდ, ფულადი გზავნილები გაზრდილია აშშ-დან (55.32 აშშ დოლარი) და იტალიიდან (50.91 აშშ დოლარი). აღნიშნული ქვეყნებიდან თანხებს, ძირითადად, საქართველოდან ემიგრირებული პირები გზავნიან.

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობას, მან 34.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.6%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g