საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მათი გუნდის წევრის, ლუკა დავითაძის გარდაცვალების გამო, ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„სამწუხარო ამბავი გვაქვს. ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი და მეგობარი, ლუკა დავითაძე, ჩვენთან აღარ არის.
ის იყო კეთილი, მეგობრული, გულისხმიერი და დასახმარებლად მუდამ მზადმყოფი ახალგაზრდა.
ვუსამძიმრებთ ლუკას ოჯახს და ახლობლებს.
ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მას“