LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსამართლემ ჩემი მდგომარეობა არ გაითვალისწინა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ ნივთებს… ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა უკიდურესი ვარიანტია, ამას არანაირად არ ვიმსახურებ“ – აქციაზე დაკავებული მათე დევიძე მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა

177
მათე დევიძე

19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებული მათე დევიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დევიძის წინასასამართლო სხდომაზე, სიტვით თავად მათე დევიძეც გამოვიდა და მოსამართლეს მიმართა:

„წინა მოსამართლემ ჩემი მდგომარეობა არ გაითვალისწინა, არც ჩემი წარსული, საერთოდ არაფერი. მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ ნივთებს… ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის უკიდურესი ვარიანტი, არანაირად არ ვიმსახურებ ამას“, – თქვა მათე დევიძემ სასამართლო პროცესზე.

ცნობისთვის, მათე დევიძეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, 3 პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავებიან, დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის ბრალდების თანახმად, „19 ნოემბერს დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა [მათე დევიძემ] სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.“

ფოტო: „პუბლიკა“

magti 5g