„მე პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მივეცი ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, ის ამას იკვლევს, მაგრამ გავიმეორებ, ჩვენ შთაგვაგონებს ქართველი ხალხი, რომელიც მშვიდობიან პროტესტს აგრძელებს და ითხოვს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს“, – ამის შესახებ „რესპუბლიკელმა კონგრესმენმა“, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა განაცხადა.
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის კომენტარს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
„ის ილუზია, რომ 20 იანვრის მერე ტრამპის ადმინისტრაცია რაიმე ფორმით „ქართული ოცნების“ ე.წ „გაპრავებას“ დაიწყებს, არის გამორიცხული!“ – „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ
კოალიციის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ ჯო უილსონს 4 გამარჯვებული პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების ერთობლივი დოკუმენტი გადასცა და ქართველი ხალხის მოთხოვნები გააჟღერა.
ჯო უილსონის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მტკიცედ იდგებიან ქართველი ხალხის გვერდით:
„ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მტკიცედ იდგებიან ქართველი ხალხის გვერდით. მე თვითონ ძალიან მოხარული ვარ, რომ ვავრცელებ ინფორმაციას საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შესახებ. ისევ და ისევ, ჩვენ გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში. ნამდვილად არსებობს მსგავსება, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოს ოჯახი თავად გამოიქცა კომუნისტური ქვეყნიდან. მას კარგი აღქმა აქვს იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მასზე უკეთესი სახელმწიფო მდივანი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების წასახალისებლად ვერ გვეყოლებოდა.
მეთიუ მილერი: „ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, ამიტომ დავაწესეთ ახალი სანქციები, შევაჩერეთ დახმარება და სტრატეგიული ურთიერთობები“
„ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, როგორებიცაა საკუთარი მოსახლეობაზე ზეწოლა და იმ დემოკრატიული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა, რომელზეც ისინი იყვნენ. „ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, როგორებიცაა საკუთარი მოსახლეობაზე ზეწოლა და იმ დემოკრატიული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა, რომელზეც ისინი იყვნენ.“
იგივეს ვიტყვი, დონალდ ტრამპზე, რომელიც ის ადამიანია, ვისაც მთელ მსოფლიოში სურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მე პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მივეცი ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ის, ამას იკვლევს, მაგრამ გავიმეორებ, ჩვენ შთაგვაგონებს ქართველი ხალხი, რომელიც მშვიდობიან პროტესტს აგრძელებს და ითხოვს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. პრეზიდენტ ტრამპისთვის პრიორიტეტია, რომ მსოფლიოს ქვეყნები ატარებდნენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საკუთარი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ჯო უილსონმა, რომლის კომენტარსაც „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
„ეს ტირანიული და არალეგიტიმური რეჟიმი ვერ გააჩუმებს თავის ხალხს. ამ კრიმინალებისთვის დამანგრეველი შედეგი დადგება“ – ჯო უილსონი
„ეს ტირანიული და არალეგიტიმური რეჟიმი ვერ გააჩუმებს თავის ხალხს. ამ კრიმინალებისთვის დამანგრეველი შედეგი დადგება“ – ჯო უილსონი