LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: უხერხული მომენტი ტრამპის ინაუგურაციაზე – ქერი ანდერვუდს სიმღერის შესრულება აკაპელით მოუხდა

609
hq720 (3)

ვაშინგტონში, ამერიკის 47-ე პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართა, რომელზეც უხერხული მომენტი შეიქმნა.

მას შემდეგ, რაც ტრამპმა კაპიტოლიუმში საპრეზიდენტო ფიცი დადო, ტრიბუნასთან პატრიოტული ამერიკული სიმღერის – America the Beautiful შესასრულებლად ქერი ანდერვუდს უხმეს.

მაშინ, როცა მუსიკა უნდა ჩართულიყო და არტისტს სიმღერა დაეწყო, აპარატურას ტექნიკური პრობლემა აღმოაჩნდა, რისი გამოსწორებაც მუსიკოსმა საკუთარ თავზე აიღო. რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ, ანდერვუდმა სიმღერა ცოცხლად, ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოების თანხლებით შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ქერი ანდერვუდის გადაწყვეტილებას ყოფილიყო ტრამპის ინაუგურაციის ნაწილი, კრიტიკულად შეხვდნენ მისი კოლეგები, რომელთაც ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტს წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათი შემოქმედების გამოყენება აუკრძალეს.

ქერი ანდერვუდი ტრამპის ინაუგურაციაზე იმღერებს

ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს კეტი პერის American Idol-ში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები