American Idol-ის მომავალ სეზონში, კეტი პერის შემცვლელი ნაპოვნია. ყველასთვის ცნობილია, რომ მაისში, 7 წლის შემდეგ, ამ უკანასკნელმა პროექტი დატოვა.
მას შემდეგ, ქსელში აქტიურად ისმოდა კითხვა, ვინ ჩაანაცვლებდა 39 წლის შემსრულებელს. ინტერნეტში რამდენიმე კანდიდატს, მათ შორის ჯენიფერ ლოპესს, ადელსა და სხვებს განიხილავდნენ, თუმცა ის არც ერთი აღმოჩნდა.
კეტი პერის American Idol-ში ჯენიფერ ლოპესი ჩაანაცვლებს
ყველასთვის მოულოდნელად, ცნობილი გახდა, რომ 23-ე სეზონში, ლაინორ რიჩსა და ლუკ ბრაიანს გვერდს – ქერი ანდერვუდი დაუმშვენებს.
41 წლის არტისტი შოუში მონაწილეობას, ამ ამპლუით პირველად მიიღებს. საგულისხმოა, რომ ის American Idol-ის აღმოჩენაა. ანდერვუდი პოპულარული 2005 წლიდან, სწორედ პროექტის მეოთხე სეზონის მოგების შემდეგ გახდა.
American Idol-ის 23-ე სეზონის პრემიერა, 2025 წელს შედგება. შოუს წამყვანი, კვლავ რაიან სიკრესტი იქნება.