ცნობილმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ საკუთარი ღვინის წარმოება დაიწყო.
61 წლის სპეციალისტმა ღვინის რეკლამა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე განათავსა შემდეგი ტექსტით:
„როგორც ადამიანი, რომელიც ყველაფერში სიზუსტეს, ხარისხსა და სრულყოფილებას აფასებს, სიამაყით წარმოგიდგენთ ჩემს ღვინოს – „The Special One“. პორტუგალიის ჩემთვის გამორჩეულ ერთ-ერთ რეგიონში ხელით დაკრეფილი ყურძნით დამზადებული ეს ღვინო ჩემი სამშობლოს სულსა და ჩემს დაუცხრომელს სურვილს ასახავს, ისიამოვნო ცხოვრების ყველა მომენტით. ის საუკეთესო საჩუქარია განსაკუთრებული ადამიანისთვის“.
ჟოზე მოურინიოს ღვინის ერთი ბოთლის ფასი 120 ევროს შეადგენს.