LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკა კაცია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

122
ნიკა კაცია

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. როგორც მან თქვა, საქმეში რაიმე ახალი გარემოება, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების საფუძველი იქნებოდა, წარმოდგენილი არ არის. ნიკა კაციას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 3 თებერვალს ჩაინიშნა.

„იმდენი ახალი გარემოებაა, რომელსაც გზადაგზა ამატებენ და ამატებენ იმისთვის, რომ, რეალურად, ჩვენ შეგვიშალონ ხელი გამოძიებაში“ – საქალაქო სასამართლოში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას პროცესი იწყება

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, მოსამართლემ ყველა მათგანი საქმეს დაურთო. გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, რომელიც ძალაში დარჩა. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

დღევანდელ პროცესზე პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ თქვა, რომ საქმეზე ახალი გარემოება არ არის გამოვლენილი, რაც აღკვეთის ღონისძიების გაუქმების ან შეცვლის საფუძველი იქნებოდა.

პროცესს ესწრებოდა თავად ნიკა კაციაც, რომელმაც მოსამართლის კითხვაზე, ცნობდა თუ არა ის თავს დამნაშავედ, მან განაცხადა:

„არც ერთ შემთხვევაში, ნუ განმიმარტავთ, რადგან უდანაშაულო ვარ“, – თქვა ნიკა კაციამ.

ცნობისათვის, ჟურნალისტი ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ნიკა კაციას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 9 დეკემბერს შეეფარდა. მორიგი სასამართლო სხდომა კი, რომელზეც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, დღეს გაიმართა.

„ნიკას ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან, აქედან გამომდინარე, ექსპერტიზაა დანიშნული, თუმცა, ნიკა არსებითად უარყოფს, რომ მას რამე ნივთიერება გააჩნდა“ – დაკავებული ჟურნალისტის ნიკა კაციას ადვოკატი

ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g