ნიუ ჯერსის შტატში, მანალაპანას მცხოვრები 1986 წელს გამოსულ Lada 1200S-ს ყიდის. ეს ავტომობილი ВАЗ-2103-ის საექსპორტო ვარიანტს წარმოადგენს. ავტომობილის გარბენი 44 862 კილომეტრია და 99 999 დოლარად არის შეფასებული.
აღწერაში მითითებულია, რომ ავტომობილი შესანიშნავ მდგომარეობაშია და სრულიად გამართულია. საექსპორტო ვარიანტი აღჭურვილია ოთხ სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითა და 1,2 ლიტრის მოცულობის კარბურატორიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 63 ცხენის ძალაა.
მფლობელი ამბობს, რომ ავტომობილი დიდ ყურადღებას იქცევს. მასთან ხშირად მიდიან უცნობი ადამიანები და ყვებიან, რომ მათაც ქონიათ ასეთივე ავტომობილი.