LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: აშშ-ში დონალდ ტრამპის ყოფილ Ferrari-ს გაყიდიან.

104
Screenshot 2025-01-23 182721

აშშ-ს ახალი პრეზიდენტის Ferrari F430 აუქციონზე გაიყიდება. ამერიკელმა მილიარდერმა Ferrari 2007 წელს შეიძინა და დიდად მის გადაკეთებაზე არ უზრუნია: კუპეს ტრადიციული წითელი ფერის Rosso Corsa ძარა აქვს და ასევე ტრადიციული ვერცხლისფერი საბურავის დისკები ამშვენებს. ლოტს იმ დროისთვის ძალიან პოპულარული ღია ყავისფერი სალონი აქვს. ოდომეტრი 9395 მილზე ანუ 15 ათას კილომეტრზეა გაჩერებული.

ავტომობილის ისტორია არანაირ ეჭვებს არ იწვევს: მას მოჰყვება საგარანტიო ტალონი დონალდ ტრამპის სახელით, ორიგინალური სტიკერი ფანჯარაზე და ასევე დოკუმენტები, სადაც აშშ-ს ახლად დანიშნული პრეზიდენტი მეპატრონეთა სიაში წერია. ვიზუალთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს: ძარა დამცავი ლენტითაა დაფარული, თავად სუპერქარი კი საჭირო ტემპერატურის ქვეშ, დახურულ შენობაში ინახებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები