დღე გეომაგნიტურია. დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანის გულსისხლძარღვთა, ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება თავის ტკივილის, უგუნებობის, წნევის და ა.შ. მიზეზი გახდეს.
ყურადღებას ითხოვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი. ის ამოქმედებას 13:50-ზე დაიწყებს და 17:45-მდე გასტანს. ამ მომენტში მეტად დუნდება ადამიანების ყურადღება, რაც შეიძლება, ავარიების და ტრავმების მიზეზი გახდეს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – მოერიდეთ მშენებლობას, ყურების გახვრეტას, ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს, მასაჟს, გავლენიან პირებთან ურთიერთობას და ახალი კავშირების დამყარებას. დღეს სასურველი არ არის ოპერაციების ჩატარება, სიმძიმეების აწევა.
დღე სასიკეთოა სწავლისთვის, სულიერი, ინტელექტუალური განვითარებისთვის, მგზავრობა-მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტისთვის, ვარჯიშისთვის, მოლაპარაკებებისთვის, პრეზენტაციებისთვის, ექსკურსიებისთვის, ტურისტული ლაშქრობებისთვის, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის.
ჯანმრთელობა – დღე კარგია ბრონქებისა და ფილტვების სამკურნალოდ.
ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კბილები. აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებით ოპერაციების ჩატარება, განსაკუთრებული აუცილებლობების გარდა, სასურველი არ არის.
სიზმრები – დღევანდელი კარგი სიზმრები შემდგომში ახდება.
მინერალები და ფერები- მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, წითელი იასპი, ქარვა, ნეფრიტი, ძოწი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ დადებით კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.
ფერებიდან გამოიყენეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, კრემისფერი, მწვანე, ყავისფერი. ეს ფერები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ლომებისთვის, მერწყულებისთვის, დაძაბულია კუროებისთვის და მორიელებისთვის. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია.