LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული ავტომობილები ეკოლოგიურები აღარ იქნებიან

47

ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტომ საავტომობილო წარმოებაში ეკოლოგიური სტანდარტების გამკაცრების გეგმა შეცვალა. შეგახსენებთ, აღნიშნული ცვლილებები აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მმართველობის დროს დაწესდა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კი თავისი გაიტანა და ეკოლოგიური რეგულირება შეამსუბუქა. ახალი ნორმები, რომლებიც წინათ მიიღეს ას კილომეტრზე 6,2 ლიტრი საწვავის ნაცვლად 4,3 ლიტრი საწვავის მოხმარებას გულისხმოდა.

ახალი სტანდარტის ინიციატორებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნული სტანდარტები შესრულებისთვის მეტისმეტად რთული იყო.

გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა სკოტ პრიუიტმა განაცხადა, რომ უწყება საწვავის ხარჯის ნორმებს 2022-2025 წლებისთვის გადახედავს.

ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა სასამართლო სარჩელების ტალღა გამოიწვიოს, რადგან ცამეტმა შტატმა ახალი ნორმები ვადაზე ადრე მიიღო. თუკი არაფერი არ შეიცვლება, მაშინ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე ორი რეგილირებადი ზონა იქნება სხვადასხვა ეკოლოგიური სტანდარტით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები