LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 ტროპიკული სანაპირო, რომელიც სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა მოინახულოთ

232

ტემპერატურა იმატებს და სანაპიროებზე დასვენების იდეაც უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება. მცხუნვარე მზე, კამკამა წყალი, თბილი ქვიშა – რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი. მოგზაურთა პორტალმა “add to bucket list“-მა მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა და საუკეთესო პლაჟების რეიტინგი შეადგინა. არჩევანი კი უკვე თქვენზეა.

1. ტულუმი, მექსიკა

ქალაქი, რომელსაც მსოფლიო როგორც მაიას ცივილიზაციის ძეგლს ისე იცნობს, ულამაზესი სანაპიროებითაა განთქმული. კრისტალურად სუფთა წყალი, ისტორიული არქიტექტურა თუ უნიკალური საცურაო ადგილები ქალაქს საუკეთესო დანიშნულებად აქცევს.

2. მაიამი, ფლორიდა

მაიამის სანაპირო ვიზიტორებს გლამურული ხალხითა და მჩქეფარე ღამის ცხოვრებით იზიდავს. მაიამი ერთი დიდი წვეულებაა და გარდა ამისა, მასზე უარს ვერც შოპინგის მოყვარულები იტყვიან.

3. ოჰუ, ჰავაი

ტროპიკული სანაპიროების სია ჰავაის გარეშე წარმოუდგენელია. ჰავაის ჩრდილოეთ ნაწილი – ოჰუ სერფინგის მოყვარულთათვის საუკეთესო დანიშნულებაა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და სანაპირო თავისი ფოტოგენურობით ფოტოგრაფიის მოყვარულებსაც ძალიან ხიბლავს.

4. კო პი პი, ტაილანდი

ულამაზეს კლდეებსა და კამკამა წყალში მოქცეული სანაპირო წარმოუდგენლად ჯადოსნური ადგილია. მისი მონახულება ზღაპარში მოგზაურობის ტოლფასია.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები