ინტერნეტსივრცეში ბენ აფლეკის საარქივო ინტერვიუს ამონარიდი გავრცელდა, რომელიც გასული წლის მარტით თარიღდება, მაშინ „ბენიფერი“ კვლავ ერთად იყო. ბენმა გაიხსენა ჯეი ლიოს სიტყვები, რომელშიც ის კევინ კოსტნერით აღფრთოვანებას გამოხატავდა.
„გამოგიტყდებით, ისე იყო ის კევინ კოსტნერით აღფრთოვანებული, რომ ავღელდი კიდეც“, – განაცხადა ბენმა.
აღსანიშნავია, რომ ყოველივე ეს, ჯეი ლოსა და კევინ კოსტნერის შესაძლო რომანის შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე ხდება. 55 წლის ჯეი ლო და 69 წლის კოსტნერი ასპენაში, ვესტერნული სამოსისა და აქსესუარების მაღაზიაში გადაიღეს ერთად. ორივე შესანიშნავ განწყობაზე იმყოფებოდა. სწორედ აღნიშნული ფოტო გახდა გაუთავებელი მითქმა-მოთქმის მიზეზი.
კევინის შერჩეული ქუდი და საოცარი ქურქი – ჯეი ლოსა და კევინ კოსტნერის რომანტიკა თოვლიან ასპენაში

