LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვენ გენეტიკაში არ გვაქვს, რომ ვიყოთ რუსეთის მონა, რომელმაც ჩექმა დაგვადო“ – ნოდიკო ტატიშვილი

243
2025-01-28_01-16-47_416640

უნდათ, რომ მთელი ქვეყანა დაამონონ და გახდეს მონა ერთი ადამიანის, – აღნიშნულის შესახებ ნოდიკო ტატიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „ჩვენ გენეტიკაში არ გვაქვს, რომ ვიყოთ რუსეთის მონა, რომელმაც ჩექმა დაგვადო“.

„ჩვენ არ გავჩერდებით, რადგან ჩვენი ქვეყანა აღარ გაქვს ქვეყანას, სახელმწიფოს. სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი არის ჩამოშლილი, გაპარტახებული, შეურაცხყოფილი, რადგან ამ დაწესებულებაში დღეს ადამიანები არიან მონებად ქცეული. უნდათ, რომ მთელი ქვეყანა დაამონონ და გახდეს მონა ერთი ადამიანის.

იმ ადამიანს უნდა, რომ ყველანი ვიყოთ რუსეთის მონები. ჩვენ გენეტიკაში არ გვაქვს, რომ ვიყოთ რუსეთის მონა, რომელმაც ჩექმა დაგვადო. ასი ათასობით ადამიანს რომ დაგიხოცავს მტერი, როგორ შეიძლება არ დაფიქრდე, რა ხდება დღეს. დღეს არ არის იმის დრო, რომ სახლში ვისხდეთ“, – ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g