საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საპენსიო სააგენტოს დირექტორის შერჩევის ვადა 2025 წლის 10 თებერვლამდე გახანგრძლივდა, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად 2025 წლის 17 თებერვალი განისაზღვრა.
კონკურსის შედეგად შერჩეული პირი საქმიანობას 2025 წლის 1 მაისიდან 5 წლის ვადით შეუდგება. მისი დარიცხული ხელფასი 14 500 ლარი იქნება.
რაც შეეხება საკონკურსო მოთხოვნებს, სამეთვალყურეო საბჭოს ოქმის თანახმად, მსურველმა უნდა წარმოადგინოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, უნდა გააჩნდეს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხუთი წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე. ამასთან, გასაუბრების ფარგლებში, პრეტენდენტს მოეთხოვება შესაბამისი სამართლებრივი კანონმდებლობის ცოდნა, უცხო ენის С2 დონეზე და მენეჯერული უნარების ფლობა.
შეგახსენებთ, საპენსიო სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა გიორგი დანელიამ თანამდებობა ვადაზე ადრე, 2023 წელის ივნისში დატოვა.