მომღერალი ელენე ფოჩხუა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, რომ დროსთან ერთად ბევრი ჩვევა გამოიმუშავა:
„დღეს, რაც უფრო მშვიდად ვიღვიძებ და ვუყურებ ყველა საქმეს, ყველაფერი ძალიან კარგად და მალე გამოდის,. ყველაფერს ვასწრებ, სახლშიც და სამსახურშიც. მგონია, რომ სიმშვიდე ყველაფერს ამარტივებს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ყველანაირი შრომა დასაფასებელია. ზოგს ჰგონია, რომ ჩვენი შრომა უფრო გართობაა, უთქვამთ,შენ რა გიჭირს, ყოველ საღამოს პირს დააღებ და მღერიო. პირის დაღება და სიმღერა ასე მარტივი არ არის, ჩემო კარგებო. შეიძლება, სულ არ მემღერებოდეს, მაგრამ სამსახურში შენი პრობლემები უნდა დაივიწყო და საჭირო განწყობით იმუშაო. ვამბობ ხოლმე, ისე უნდა წავიდე სამსახურში, თითქოს მილიონზე ლარი მაკლია-მეთქი. კვდებიან სიცილით ჩემი მეგობრები, ჩვენ დაგიმატებთ იმ ლარსაცო. ეს ჩემი ცხოვრების გამოთქმაა, ამ პრინციპით ვცხოვრობ – ასე უნდა იფიქრო, ასე უნდა მიუდგე ყველაფერს, შენ თვითონ უნდა შეიქმნა განწყობა და გაიფერადო ცხოვრება…“
„თუ რამე ცუდი მელის, ჩემი ძმა მესიზმრება, თითქოს მაფრთხილებს“ – ელენე ფოჩხუა