LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი აშშ-ს ელექტროქარებზე გადასვლის პროცესს შეაჩერებს

107
765

ტრამპი ელექტროქარებისთვის დაწესებულ შეღავათებს აუქმებს. აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა თუ არა, საავტომობილო სფეროში თავისი წესების შემოღება დაიწყო. ამერიკის ახალმა ლიდერმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის ბაზარზე ელექტროქარების რაოდენობა 50%-ს აღარ უნდა შეადგენდეს. გარდა ამისა, ის აპირებს რომ გააუქმოს ის სუბსიდიები რომელიც „მწვანე“ ტრანსპორტის მხარდასაჭერად ბაიდენმა შემოიღო.

ტრამპის თქმით, ელექტროქარებისთვის დაწესებული შეღავათები უსამართლობაა, რაც გარკვეულ მანქანებს სხვებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

გარდა ამისა, გადაიხედება სხვა წესებიც, მაგალითად ისეთი როგორიცაა გამონაბოლქვის საკითხი. პრეზიდენტის აზრით, თითოეულმა ავტომფლობელმა თავად უნდა გადაწყვიტოს ბენზინის ძრავა უნდა, დიზელის თუ საერთოდ ჰიბრიდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები