დედა-შვილი, მაია ნინიძე და გიორგი კეკელიძე 31 დეკემბერს, თბილისი-რუსთავის გზაზე, ფონიჭალაში, უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავდნენ.
დაშავებულების ოჯახის წევრი, ლელა კეკელიძე „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ მიუხედავად უამრავი დაზიანებისა, ამ ეტაპზე მაია ნინიძე შედარებით უკეთესად არის და უკვე სახლში იმყოფება. ბევრად მძიმეა 37 წლის გიორგი კეკელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
„დედა 29 იანვარს გამოვწერეთ საავადმყოფოდან და რეაბილიტაციას სახლში გადის. ჩემი ძმა კი ისევ რეანიმაციაში რჩება. მართვით სუნთქვაზეა. როგორც ექიმები ამბობენ, მოგვიანებით პალატაში გადავა და შემდეგ აუცილებელია, მისი სარეაბილიტაციო ცენტრში გადაყვანა, რადგან პალატიდან გამოწერის შემდეგ ინფექციის შეჭრის ალბათობა მაღალია.
სარეაბილიტაციო ცენტრში კი ერთი დღის გადასახადი სამასიდან ხუთას ლარამდე მერყეობს. გიორგის კერძო დაზღვევა აქვს, მაგრამ ის თავის თავზე ოპერაციის ჩატარებასაც არ იღებს. რეაბილიტაციის ცენტრში ყოფნას, რასაკვირველია, კერძო დაზღვევას არ ანაზღაურებს. ჯერჯერობით ვერავინ გვეუბნება, რა დრო დასჭირდება გიორგის რეაბილიტაციისთვის. შესაძლოა, ერთი წელიც არ იყოს საკმარისი“, – ამბობს ლელა კეკელიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.
ოჯახმა, რომელმაც ამოწურა ყველანაირი ფინანსური რესურსი, ახლა საზოგადოების დახმარება სჭირდება.
დახმარების გაწევის მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშებზე:
#GE30TB7788345061100019
მიმღები ლელა კეკელიძე