„რამდენი მარში დაგვჭირდება, რამხელა მარში დაგვჭირდება, რომ მივახვედროთ „ოცნება“, დათმოს, ნუღარ გაჯიუტდება, ნუ შეეცდება ერის დამარცხებას!“ – ამის შესახებ დრამატურგი პაატა ციკოლია სოციალურ ქსელში წერს და ეხმიანება დღეს, თბილისში დაგეგმილ მარშს, რომელიც მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულების მხარდასაჭერად გაიმართება.
პაატა ციკოლია მოქალაქეებს მოუწოდებს, გავიდნენ ქუჩაში და პატიმრების მშობლებს გვერდით დაუდგნენ:
„ერის სირცხვილია, ხალხო!
ქართველმა ერმა უნდა აღიაროს ვალი, იკისროს პასუხისმგებლობა, ერთხმად უნდა მოითხოვოს და დაიხსნას ტყვეობიდან მისი ერთგული შვილები.
სიკეთით მოტივირებული ეს კეთილშობილი ხალხი უპირისპირდებოდა უხეშ, უსახურ, უპასუხისმგებლო ძალას. ეს ვნახეთ და ეს ვიცით ყველამ.
ჩვენი მოსათხოვია და უნდა მოვითხოვოთ, უნდა დაბრუნდეს ეს ქვეყანა სამართლის ჩარჩოში. უნდა დასრულდეს ეს ტერორი. პოლიციაც ჩვენია, სასამართლოც ჩვენია და ეს ქვეყანა სრულად არის ჩვენი.
დღეს პატიმრების მხარდასაჭერი მარშია. დღეს ყველა გავიდეთ ქუჩაში და დავუდგეთ პატიმრების მშობლებს გვერდით!
რამდენი მარში დაგვჭირდება, რამხელა მარში დაგვჭირდება, რომ მივახვედროთ „ოცნება“, დათმოს, ნუღარ გაჯიუტდება, ნუ შეეცდება ერის დამარცხებას!“ – წერს პაატა ციკოლია სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, დღეს დღეს, 31 იანვარს, 19:00 საათზე, პატიმრების მხარდასაჭერად მარშები სამი ლოკაციიდან – პირველი არხის ეზოდან, მარჯანიშვილის მოედნიდან და თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან დაიძვრება და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებს.
❤️ ერის სირცხვილია, ხალხო! ქართველმა ერმა უნდა აღიაროს ვალი, იკისროს პასუხისმგებლობა, ერთხმად უნდა მოითხოვოს და…
Posted by პაატა ციკოლია on ხუთშაბათი, 30 იანვარი, 2025