LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქტივისტი ილია ღლონტი სამართალდამცველებმა განყოფილებაში გადაიყვანეს

146
BeFunky-collage

ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, აქტივისტი ილია ღლონტი სამართალდამცველებმა განყოფილებაში გადაიყვანეს.

ღლონტმა, გადაყვანის წინ, მის სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებს უთხრა, რომ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკა და ეს ყველაფერი ხვალინდელ დაანონსებულ აქციას ეხებოდა.

ილია ღლონტის სახლთან შეკრებილი მეგობრების თქმით, ჩხრეკის დროს სახლში შესვლის უფლება არავის მისცეს. ჩხრეკას არ ესწრებოდა ადვოკატიც.

„ხვალინდელი აქციის ეშინიათ, მაგრამ დავანახებთ რამდენი ვართ,“ – აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც ღლონტის სახლთან მიმდინარე მოვლენებს ლაივ რეჟიმში აშუქებდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიციამ ჩხრეკა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის სახლში ჩაატარა.

„ჩემთან პოლიციაა მოსული“ – ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა

შსს აქტივისტების სახლებში ჩხრეკაზე – გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტებზე მიმდინარეობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g