LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა ამაღლობელი: „არ მინდა ციხეში მნახოთ, მერე ამაზე ინერვიულოთ, ასე სჯობს თქვენთვის და ჩემთვის“ – ეს გვითხრა მამიდამ

184
BeFunky-collage (2)

დღეს, ბათუმში, ერას მოედანზე მიმდინარე „საპროტესტო მანიფესტიაზე“ მზია ამაღლობელის ძმისშვილმა, მანანა ამაღლობელმა გამოცემა “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, სიტყვები გააჟღერა.

როგორც მანანა ამაღლობელმა თქვა, ოჯახის წევრებს მზია ამაღლობელთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

„არ მინდა ციხეში მნახოთ, მერე ამაზე ინერვიულოთ, ასე სჯობს თქვენთვის და ჩემთვის“ – ეს გვითხრა მამიდამ. მზია არის ქალი, რომელიც გასცემს და არასდროს ითხოვს. მზიას გარეშე სული დამიცარიელდა, მაგრამ ვცდილობ ძლიერი ვიყო. მზიას იმედს ვერ გავუცრუებ, მისი ხასიათი და შემართება არ მაძლევს რომ ხელი ჩავიქნიო, როგორც მზიამ გვითხრა უნდა ვიბრძოლოთ ყველგან სანამ გვიან არ არის, მზია გვჭირდები. მამიდა ძალიან გვჭირდები”, – განაცხადა მანანა ამაღლობელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g