LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

246
აქცია თბილისი მოლთან

თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, დაძაბულობაა.

კერძოდ, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

გიგი უგულავა: „სულ ფეხზე მკიდია, შსს რას იტყვის, კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენ გვაქვს პროტესტის უფლება, მათ შორის, მაგისტრალის გადაკეტვის“

„ივანიშვილი არის ხუნტა, ივანიშვილი რასაც აკეთებს, არის ყველაზე რთული და ბინძური კომბინაცია“

დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

დემონსტრანტები ცდილობდნენ, სრულად დაეკავებინათ გზის სავალი ნაწილი, თუმცა მათ სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევდნენ. შეხლა – შემოხლის დროს დაშავდა ერთი პირი, რის გამოც, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. პოლიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ საავტომობილო მიმოსვლა არ შეაფერხონ.

ხატია დეკანოიძე: „არავის ეშინია გომელაურის და რეჟიმის – დამიჭირონ“

„მარათონის ბოლო წრე ყველაზე რთულია… ვერ შეიგნეს, რომ ხალხს არ ეშინია არც დაჭერის და არც დაპატიმრების“ – რას ამბობს აქციაზე მყოფი ია ფარულავა

ფოტო: პუბლიკა, ipn

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g