LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზამირ კვეკვესკირის სხეული ალმოდებული კივის იმ ქვეყნის შუაგულში… ცეცხლი აანთო, რადგან ამ ქვეყანაში გაჩუმებულ სიტყვებს მხოლოდ ალი მოაქვს… ზამირი აღარ არის, მაგრამ მისი ცეცხლი აქ რჩება“ – ია ფარულავა დევნილზე, რომელმაც დევნილთა სააგენტოსთან საწვავი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა

438
ია ფარულავა

„ზამირ კვეკვესკირის სხეული ალმოდებული კივის იმ ქვეყნის შუაგულში, რომელიც მისი სახლიც იყო და ციხეც“, – ამის შესახებ მსახიობი, ია ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.

მსახიობი 44 წლის მამაკაცის, ზამირ კვეკვესკირის ტრაგიკულად გარდაცვალებას ეხმაურება.

დევნილი, ზამირ კვეკვესკირი რომელმაც 27 იანვარს, დევნილთა სააგენტოსთან თავის დაწვა სცადა 1 თებერვალს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების გამო“ – მამაკაცმა, რომელმაც 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა

ვიდეო: „არც სახლი მაქვს, არც კარი და არაფრის გაკეთება შემიძლიაო, ბოლოს, ეს გადაწყვიტა“ – რას ჰყვება გარდაცვლილი ზამირ კვეკვესკირის შვილი

კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში რამდენიმე დღის წინ თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა.

„ზამირ კვეკვესკირის სხეული ალმოდებული კივის იმ ქვეყნის შუაგულში, რომელიც მისი სახლიც იყო და ციხეც. ცეცხლი აანთო, რადგან ამ ქვეყანაში გაჩუმებულ სიტყვებს მხოლოდ ალი მოაქვს. ზამირი აღარ არის.
მაგრამ მისი ცეცხლი აქ რჩება – ფერფლად, სიმართლედ და უჩინარ ტკივილად, რომელსაც კიდევ დიდხანს ვერ დაინახავენ ისინი, ვინც ზამირი სიკვდილამდე ვერც იცნეს და ვერც მოუსმინეს.
ცეცხლი ოლიგარქიას“, – წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში.

ზამირ კვეკვესკირის სხეული ალმოდებული კივის იმ ქვეყნის შუაგულში, რომელიც მისი სახლიც იყო და ციხეც. ცეცხლი აანთო, რადგან…

Posted by Ia Parulava on კვირა, 02 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g