გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს რაიმუნდ იელეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ინკლუზიური სოფლის მეურნეობის, მიწის მდგრადი მართვის, აკვაკულტურის, მეცხოველეობა-მერძევეობის სექტორების განვითარების, ასევე, პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის სტიმულირების საკითხებზე.
როგორც რაიმუნდ იელემ აღნიშნა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას აგრძელებს.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-05_11-22-49_591243-1024x638.jpg)