5 თებერვალს, 15 საათზე, სასტუმროში „Pullman Axis Towers“, გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ბიზნეს გამოფენა გაიმართება.
ღონისძიებაში სახელწოდებით „ადამიანები ბიზნესის უკან“ მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები ისეთი სფეროებიდან, როგორებიცაა: სამშენებლო-დეველოპერული, საფინანსო, IT და ტექნოლოგიები, სტამბა-სარეკლამო, აგრარული, ლოგისტიკა-გადაზიდვები, საინჟინრო, ჰორეკა და სხვა.
ღონისძიებას 3000-მდე სტუმარი დაესწრება, რომლებსაც 55-მდე კომპანიის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრისა და ბიზნეს სანაცნობო ქსელის გაფართოების შესაძლებლობა ექნებათ.
დავით ჩიკვაიძე, გაყიდვების ასოციაციის პრეზიდენტი:
„ეს ღონისძიება მესამე წელია, რაც ტარდება. ის 2024 წელს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე გადავდეთ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ბიზნეს პროცესები შენელებულია, ეს ღონისძიება განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და მასშტაბს იძენს. გარდა იმისა, რომ გამოფენაზე გაყიდვების ასოციაციის წევრები ფართო საზოგადოებას საკუთარ საქმიანობას გააცნობენ, პარალელურად, 100-მდე B2B შეხვედრა გაიმართება, რაც მხარეებს მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობისკენ უბიძგებს. ღონისძიება საღამოს 9 საათამდე გაგრძელდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის წელსაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წინა წლებში“.