LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლანეტის საოცარი ადგილები, რომელთაც მხოლოდ ჭეშმარიტი მოგზაურები სტუმრობენ

201

თუ  “გაცვეთილი” ტურისტული ღირსშესანიშნაობების თვალიერება მოგბეზრდათ, მაშინ ის ბუნებრივი საოცრებები მოინახულეთ, რომელთაც მხოლოდ ჭეშმარიტი მოგზაურები სტუმრობენ.

პამუკალე, თურქეთი – ულამაზესი ადგილი, რომელსაც თერმული წყლების წყალობით ხშირად „კლეოპატრას აუზსაც” უწოდებენ, არა მხოლოდ აქტიური ტურიზმის მოყვარულებს აღაფრთოვანებს, არამედ მათაც, ვინც საკუთარი ორგანიზმის გაჯანსაღებაზე ზრუნავს. თუმცა, პამუკალემდე მიღწევა მხოლოდ ყველაზე გამბედავებს შეუძლიათ, რადგან ტურისტული ცენტრიდან საკმაოდ შორსაა, ფერდობზე კი, შეუძლებელია ფეხსაცმლით სიარული, რადგან ფაქიზი კირქვა ადვილად ზიანდება, კლდე კი, იშლება.

რეტბას ტბა, სენეგალი – თუ ღირსშესანიშნაობებით მდიდარ აფრიკულ ქვეყანაში გადაწყვიტეთ მოგზაურობა, აუცილებლად მოინახულეთ რეტბას ტბა, რადგან ვარდისფერი წყალი თეთრი ქვიშის ფონზე მართლაც შთამბეჭდავია. ორიგინალურად წყალსატევს იშვიათი ციანობაქტერიები „აფერადებენ”, რომლებიც ათასწლეულების მანძილზე ბინადრობენ მარილიან ტბაში.

შონდონგის გამოქვაბული, ვიეტნამი – ფონგია-კებანგის ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე არსებული მსოფლიოს უმსხვილესი გამოქვაბული, რომლის დერეფნების სიგრძე სულ მცირე 200 მეტრს აღწევს, ფანტასტიკური ფილმის დეკორაციას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მიწისქვეშა მდინარე და გამოქვაბულის კედლების ღიობებში ამოზრდილი მცენარეები, რომლებიც ყოველთვის განსხვავებულად აირეკლავენ მზის სხივებ და ანათებენ გამოქვაბულს.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები