ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კანადიდან და ავსტრიიდან პროფესიონალ მოთხილამურე ინფლუენსერებსა და ფოტოგრაფებს უმასპინძლა.
მედიატურის ფარგლებში ერიკ ჰორლიფსონსი, ანნე ვანგლერი, მაქსიმილიან დრეგერი და ფაბიო კეკი ბახმაროს ესტუმრნენ. სამთო კურორტზე სპორტსმენები თხილამურებით დაეშვნენ.
მოთხილამურეებმა და ფოტოგრაფებმა საქართველოს სამთო ტურისტული მიმართულების შესახებ Instagram-ზე ფოტოები და სთორები გამოაქვეყნეს.