LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვარას პირველი გოლი პსჟ-ში – ემოციები და ქართული წარწერა გუნდის ოფიციალურ გვერდზე – რა კადრებს აზიარებს ნიცა თავაძე

977
ხვიჩა კვარაცხელია

საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ მასპინძლობს.

შეხვედრის 54-ე წუთზე „მონაკოს“ კარში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და ანგარიში 2:1 გახადა პსჟ-ს სასარგებლოდ. ეს მისთვის პარიზული გუნდის მაისურით პირველი გოლია.

პსჟ-ს გვერდზე კი ხვიჩას ფოტოს ქართული აღწერაც აქვს: „ჩვენი ბიჭი“ – წერს ადმინი.

ხვიჩა კვარაცხელიას გოლის შემდეგ მისმა მეუღლემ ნიცა თავაძემ გააზიარა კადრები, სადაც ისმის, როგორ სკანდირებენ ხვიჩას სახელს სტადიონზე შეკრებილი პსჟ-ს გულშემატკივარები.

შეგახსენებთ, კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ იანვარში „ნაპოლიდან“ შეუერთდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g