LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ღამით რომ დავრჩენილვარ ჩემს თავთან მარტო, ბევრჯერ მიტირია… სხვა გზა არ მაქვს, მიწევს ბრძოლა ჩემი შვილებისთვის…“ – 47 წლის ინგა ხადელაშვილი, რომლის სამივე შვილი უიშვიათეს გენეტიკურ დაავადებას ებრძვის, უმძიმეს ისტორიას „თათიას გმირებს“ უყვება

803
თათია სულუაშვილი

თათია სულუაშვილის გადაცემის, „თათიას გმირების“ მესამე ეპიზოდის სტუმარი, სამი შვილის დედა, ინგა ხადელაშვილია. 

როგორც გადაცემიდან ხდება ცნობილი, გადაცემის გმირის სამივე შვილს უიშვიათესი გენეტიკური დაავადება, ფენილკეტონურია აქვს – ეს ის იშვიათი დაავადებაა, რომელიც 10 000 ადამიანში, მხოლოდ ერთს ემართება.

47 წლის ინგა ინტერვიუში, იმ ურთულესი ყოფის შესახებ გვიყვება, რომელსაც ყოველდღიურად განიცდის.

რესპონდენტი იხსენებს, რომ ოჯახი 16 წლის ასაკში შექმნა:

„ჩემს თავთან რომ დავრჩენილვარ მარტო ღამით, ბევრჯერ მიტირია, სხვა გზა არ მაქვს, მიწევს ბრძოლა ჩემი შვილებისთვის…

ვერ ვმუშაობ, ვერ ვტოვებ ჩემს შვილებს… ბიჭის მოვლა ძალიან მიძნელდება.

ფუნქციური საწოლი, რომ გვქონდეს უფრო გამიმარტივდებოდა.. წლების წინ მიწის ნაკვეთი გავყიდეთ და მატრასიანი საწოლი ვიყიდეთ…“ – ამბობს ინგა ხადელაშვილი.

„ერთი შვილი დამეღუპა, აივნიდან ჩავარდა, ბავშვების დედა არ დაბრუნდა, ისიც არ იცის სად არის ბავშვის საფლავი…“ – ორი შვილის მამის რთული ყოფა და მომავლის მთავარი მიზანი, რას უყვება მარტოხელა მამა „თათიას გმირებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g