LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: „ნუ დაგვავიწყდება, გამარჯვებისთვის აუცილებელია გქონდეს გამარჯვებულის მენტალიტეტი, რუსთაველზე უნდა ვიდგეთ ყოველ საღამოს… რეჟიმის მძევლებს ჩვენი იმედი აქვთ, ვინც გარეთ ვართ“

167
ნიკა მელია

„ნუ დაგვავიწყდება, გამარჯვებისთვის აუცილებელია გქონდეს გამარჯვებულის მენტალიტეტი – დავიჯეროთ გამარჯვება“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მელია საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ერთად დგომისკენ მოუწოდებს:

„რეჟიმის მძევლებს ჩვენი იმედი აქვთ – ვინც გარეთ ვართ, შევხვდებით ხვალ რუსთაველზე“ – ნიკა მელია

„ნუ დაგვავიწყდება, გამარჯვებისთვის აუცილებელია გქონდეს გამარჯვებულის მენტალიტეტი – დავიჯეროთ გამარჯვება. რას ნიშნავს გამარჯვებულის მენტალიტეტი?
მდგომარეობას როდესაც ადამიანი მიზანმიმართულად მიდის მიზნისკენ, გამარჯვებისკენ. ლახავს ათას დაბრკოლებას, იცის რომ გაიმარჯვებს და ბოლოს იმარჯვებს კიდეც, ოღონდ გამარჯვება იწყება ჯერ დაჯერებით და შემდეგ ქმედებით.

გამარჯვებულის მენტალიტეტი ვერ გექნება თუ სულ მარცხი გელანდება და რაც მთავარია, გამარჯვებულის მენტალიტეტის ქონა აუცილებელია ბრძოლაში ჩაბმული ხალხისთვის. თუ შენ არ გწამს გამარჯვების, თუ შენ არ ხარ გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე, ვერც სხვას ვერ დაარწმუნებ გამარჯვებაში და ვერც გაიყოლებ ბრძოლაში.

ადამიანები რომლებიც რიგრიგობით, მონაცვლეობით და ხანდახან ერთად მიდიან საღამოს რუსთაველზე, აცოცხლებენ და გეოპოლიტიკურ რუკაზე ტოვებენ ქვეყანას და გვამოძრავებენ წინ, მომავლისკენ. უნდა ვიდგეთ ყოველ საღამოს. რეჟიმის მძევლებს ჩვენი იმედი აქვთ – ვინც გარეთ ვართ. შევხვდებით ყოველდღე რუსთაველზე! ყოველდღე გამარჯვებამდე!“ – წერს მელია სოციალურ ქსელში.

ნიკა მელია: რამდენი ადამიანიც არ უნდა დაგვაპატიმრონ, ეს არ უნდა იძლეოდეს გეგმის გადახედვის შესაძლებლობას – გეგმა უწყვეტი პროტესტია რუსთაველზე და სხვა ლოკაციებზე – ეს ბრძოლა მარათონია და არ მგონია, რომ ფინიშის ხაზი შორს არის

ნუ დაგვავიწყდება, გამარჯვებისთვის აუცილებელია გქონდეს გამარჯვებულის მენტალიტეტი – დავიჯეროთ გამარჯვება. რას ნიშნავს…

Posted by Nika Melia / ნიკა მელია on კვირა, 09 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g