ისლამისტები არ ცხრებიან. მსოფლიო ჩემპიონატის წინ მათ გაუთავებელ მუქარებს ბოლო არ უჩანს. სხვადასხვა დროს ექსტრემისტები ბევრ ცნობილ პერსონას დაემუქრნენ, ბოლოს რუსეთის პრეზიდენტს პუტინსაც გადაწვდნენ და საერთოდ მუნდიალის უსაფრთხოება დააყენეს დარტყმის ქვეშ.
“პუტინ, შენ პასუხს აგებ მუსულმანების დახოცვისთვის”, – ნათქვამი იყო პლაკატზე გაკეთებულ წარწერაში.
ახლა ორ მთავარ ვარსკვლავს მიდგნენ. ტერორისტებმა სამიზნეში ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო ამოიღეს.
მათ თავმოკვეთილი მესის და რონალდოს პლაკატები გაავრცელეს და თან სტადიონების სისხლით მორწყვას დაპირდნენ.
პლაკატზე წარწერაა: “მსოფლიოს ჩემპიონატი 2018. გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება”.
”ისლამური სახელმწიფოს” მიერ გამოშვებულ ერთ-ერთ ადრეულ ვერსიაში პლაკატზე ჯალათის წინ დაჩოქილი ლეო მესი იყო გამოსახული.