ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით არის დაწყებული.
„აბუ-დაბიში რაც თვითონ ვერ შეასრულეს, სხვა შემსრულებლები გამოაგზავნეს… ვერაფრით დაგვაშინებენ“ – ლაშა გაბიტაშვილი
„მე არავინ მყავს ისეთი და არც არაფერს ისეთს არ ვსაქმიანობ, რომ ვინმეს სურვილი, რომ თავს დამესხას. “
შეგახსენებთ, აბუ დაბის ინციდენტის მონაწილე ლაშა გაბიტაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მას სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.