LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტი ყველაზე დიდი მოცულობით რუსეთიდან განხორციელდა

106
საწვავი

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში 47 ეკონომიკური აგენტის მიერ 2 781 481 558 ლარის ღირებულების 1 668 280 ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.2%-ით აღემატება.

საანგარიშო პერიოდში საწვავის იმპორტი ყველაზე დიდი მოცულობით (54%) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან, ბულგარეთიდან (16.7%) და რუმინეთიდან (14.7%).

რაც შეეხება ბაზრის საცალო დონესა და ფასებს, 2024 წელს ქვეყანაში 1238 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 383 კომპანია ახორციელებდა, ფასის ცვალებადობას კი მსხვილი კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულების შემცირება-მატება განაპირობებდა.

magti 5g