LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-მ პირველი მოდელი თავიდან ააწყო

150

Porsche-ს ინჟინერებმა მარკის პირველი მოდელის რეპლიკა დაამზადეს – როდსტერი 356 № 1, რომელიც 1948 წელს გამოვიდა. ავტომობილი ნულიდან აღადგინეს, ამისათვის კი საარქივო ფოტოები და ორიგინალი მოდელების ტექნიკური ნახაზები გამოიყენეს.

იმისათვის, რომ მაქსიმალურად ზუსტად აღედგინად ორიგინალი როდსტერი, Porsche Museum-ის თანამშრომლებმა არსებული მოდელის 3D სკანირება მოახდინეს და მისი დიზაინერული ესკიზები შეადარეს.

ბოლო ეტაპი ავტომობილი სრულზომიანი ასლის ქაფისგან შექმნა გახდა.

მიუხედავად ამისა, რეპლიკა მაინც განსხვავდება ორიგინალისგან. ამ უკანასკნელს უკანა ნაწილი, ფარები და რადიატორის ჩარჩო ცოტათი განსხვავებული აქვს.

რეპლიკის ძარა ისევე დამზადდა, როგორც 70 წლის წინ  – ხის ინსტრუმენტების საშუალებით. ორიგინალი ფერის მისაღებად, საღებავის ნიმუშები მოწყობილობათა პანელის ქვედა ნაწილიდან აიღეს. ერთადერთი, რაც რეპლიკას არ შეუძლია – სიარულია. ავტომობილს ძრავი არ აქვს, უკანა ღერძი კი ჩვეულებრივი მილია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები