LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანი: „როგორც ბუკა პეტრიაშვილი იყო თავის შვილთან ერთად წარმოსახვით, აქციაზე, ასე დავდივარ მეც შვილთან ერთად“

315
მაია ასათიანი

„რომ მეკითხებიან: „როდის დაბრუნდები ტელევიზიაში“, ვპასუხობ: „როცა ესენი წავლენ“, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის გუბერნიაში, ტელევიზიაში მუშაობა ვერც კი წარმომიდგენია“, – ამის შესახებ ტელეჟურნალისტმა, მაია ასათიანმა გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრობის დროს განაცხადა.

„ამ პროტესტმა უნდა შვას ახალი ლიდერი, რადგან ახალი პროტესტი ძველი ლიდერით არ გამოვა“ – მაია ასათიანი

მაია ასათიანის თქმით, ის, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, დგას ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და როგორც ბუკა პეტრიაშვილი იყო თავის შვილთან ერთად წარმოსახვით აქციაზე, თავადაც, შვილთან ერთად დადის აქციაზე:

„არსებობს თუ არაო ცხოვრება ტელევიზიის მიღმაო – არსებობს, რთულია… აი, ეს არის ჩემი ცხოვრება ახლა, როგორც ბუკა პეტრიაშვილი იყო თავის შვილთან ერთად წარმოსახვით, აქციაზე, ასე დავდივარ მეც, ჩემს შვილთან ერთად აქციაზე და ამაყი ვარ.

ბიძინა ივანიშვილმა, ფულზე გაგიჟებულმა კაცმა – რომელსაც ჰგონია რომ ცას გამოეკიდება, იმიტომ, რომ რომელიღაც შამანმა ყურში ჩასჩურჩულა, რომ ხეს თუ ჩაეხუტება, დიდხანს იცოცხლებს – გადაწყვიტა ახლა, რომ ქვეყანას კურსი შეუცვალოს და ეს არ მოხდება, ჩვენ ბევრნი ვართ.

ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი ფული დახარჯა, რომ საზოგადოების პატივსაცემი ადამიანების გული მოეგო. მერე ამ ხალხს ყველას მიუბრუნდა და ყველას მხარდაჭერა მოსთხოვა. ახლა ზუსტად იცის, ვინ უჭერს მხარს და ვინ არ უჭერს….

მთელი კინოს სამყარო რომ გარეთ არის გამოსული და ანდრო ჭიჭინაძეს უჭერს მხარს, ბიძინა ივანიშვილს ეს ვერც კი წარმოედგინა. მას ეგონა რომ თეატრს დააფინანსებდა და მართლა ჯიბეში ჩაისვამდა. მაგრამ ვხედავთ, როგორ ერთ მუშტად შეკრულია ჟურნალისტური საზოგადოება, თეატრის, კინოს საზოგადოება. პროგრესული, ნათელი ადამიანები ამ ქვეყანაში ყოველთვის უმრავლესობაში იყო“, – თქვა მაია ასათიანმა.

„ივანიშვილი „მონანიების“ გმირია და ზუსტად ისე დაასრულებს, როგორც ვარლამ არავიძემ დაასრულა“ – მაია ასათიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g