LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქციებთან დაკავშირებით წინასწარ გვქონდა ინფორმაციები და საკმაოდ მომზადებული შევხვდით“ – მიხეილ ყაველაშვილი

255
მიხეილ ყაველაშვილი

აქციებთან დაკავშირებით წინასწარ გვქონდა ინფორმაციები, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ახალი არ არის და საქართველოს ხელისუფლება ამ გამოწვევებს მომზადებული შეხვდა.

„აქციებთან დაკავშირებით წინასწარ გვქონდა ინფორმაციები, ეს არ არის ახალი. გამწვავებული სიტუაცია იყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და ჩვენ საკმაოდ მომზადებული შევხვდით, ჩვენი ხელისუფლება იმ გამოწვევებს, გამოცდილებიდან გამომდინარე, რა გამოცდილებაც ჩვენ შევიძინეთ, რომ ეს ხდებოდა გარე ძალების მიერ, ინსპირირებული, რომ როგორმე საქართველოც ყოფილიყო უკრაინასთან ერთად ამ ომის ნაწილი. ეს ინფორმაციები ჩვენ გვქონდა.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა, რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებს, ქართულ ხელისუფლებას, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც იგრძნეს ეს საშიშროება, მხარში დაუდგნენ საქართველოს ხელისუფლებას და ეს თავიდან ავიცილეთ. ამიტომ, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს პროცესი გადალახულია“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g