რა ლამაზია სიყვარული – ამ სახელწოდებით ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება აქვს. ვიდეო ინსტაგრამზე ნათია ღაჩავამ გაავრცელა.
კადრებში ცნობილი მომღერალი, ურსას სოლისტი გიორგი ძოწენიძე და მისი მეუღლე, მია მაჩაბელი თოვლიან გზაზე რომანტიული მუსიკის ფონზე ცეკვავენ.
ვიდეო თავად მიამ დააკომენტარა: „როგორ მომწონს“, – წერს მომღერლის მეუღლე. გარდა ამისა, პოსტმა უამრავი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.