ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ ახალი არჩევნები უნდა განიხილოს.
როგორც კასპარ ველდკამპმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა,ნიდერლანდები ქართველის ხალხის მხარდაჭერას გააგღძელებს:
„ვფიქრობ, უნდა განიხილონ ახალი არჩევნების ჩატარება, რადგან, არჩევნებამდე და მის პერიოდში ბევრი დარღვევა გამოვლინდა…
ასე რომ, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ ახალი არჩევნები უნდა განიხილოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნიდერლანდები ქართველ ხალხს მხარს უჭერს და ასე გააგრძელებს“, – განაცხადა კასპარ ველდკამპმა.