LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გაგაჩინა დედაშენმა: არგენტინელი ფეხბურთელები მწვრთნელის გაგდებას ითოვენ

25

არგენტინამ და მესიმ გულშემატკივრებს და მთელ მსოფლიოს იმედები გაუცრუეს. არგენტინა მუნდიალიდან გავარდნის პირასაა და თუ მაინც გაუმართლა და გაძვრა ჯგუფიდან, ეს მაინც არ იქნება ლოგიკური და იმედისმომცემი, რადგან აშკარაა არგენტინაში შიგნით ყველაფერი კარგად ვერ არის.

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები არ აპირებენ ხორხე სამპაოლისთან თანამშრომლობის გაგრძელებას. America TV-ის ჟურნალისტი სებას ტემპონე იტყობინება, რომ ფეხბურთელებმა შეკრება მოაწყვეს მწვრთნელის გარეშე და მისი ნიგერიასთან მატჩამდე გადადგომა მოითხოვეს.

ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხორხე სამპაოლი გაგდების შემთხვევაში 17 მილიონ ევროს მიიღებს. TyC Sports აზუსტებს, რომ ამჟამად სამპაოლის დათხოვნაზე საუბარი არ მიდის და ის ინფორმაციაც მცდარია, თითქოს ფეხბურთლები ცალკე შეიკრიბნენ და მწვრთნელის გაშვება მოითხოვეს.

თავად სამპაოლიმ კი ხორვატიასთან 0:3 წაგების შემდეგ განაცხადა, რომ სურდა ფეხბურთელებისთვის საუკეთესო პოზიციები მოეძებნა მოედანზე, მაგრამ ამ იდეალურ ურთიერთქმედებას ვერ მიაგნო. ხოლო გუნდის ხარვეზებმა მესის არ მისცა სრულად გახსნის საშუალება.

 

ქომაგების მდგომარეობა ხომ გესმით როგორიც იქნებოდა.
მეორე გაშვებული გოლის შემდეგ ტრიბუნებზე სიმღერა დაიწყეს:

„სამპაოლი ძაღლის შვილის ხარ. შენი დედაც… რომ გშობა“.

მესამე გოლის შემდეგ კი ტრიბუნებიდან პლასტმასის ბოთლები წამოვიდა. ქომაგებს უკეთესი მიზანი აღმოაჩნდათ: ბოთლი პირდაპირ სამპაოლის მოტვლეპილ თავზე მოხვდა.

 

სტიაურდებს კი ტრიბუნებიდან ყველაზე გამწარებული ხულიგნების გაყვანა მოუწიათ.

ამასობაში, გულის სიღრმეში ალბათ გაიხარა მაურო იკარდიმ. მოგეხსენებათ, „ინტერის“ გოლეადორი მუნდიალზე არა წაიყვანეს. ხორვატიასთან წაგებიდან რამდენიმე საათში იკარდიმ ინსტაგრამზე ფოტო დადო, სადაც აუზზე ქალიშვილთან ერთად ნებივრობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები