ოზურგეთის რაიონის სოფელი შრომადან მარი ჩხაიძე მიმართვას ავრცელებს.
როგორც მოქალაქე აღნიშნავს, დიდთოვლობის გამო მოსახლეობა პრობლემების წინაშეა.
„წყალზე და შუქზე და გზაზე აღარაფერს ვამბობ საკვები პროდუქტიც გვეწურება. ბოლო წიწიბურას ვხარშავ იქნებ გამოგვიგზავნოთ სამაშველო ერთ ადამიანს დავაბარებთ ყველაფერს.(მე და ჩემი მეზობლები) ირგვლივ მცხოვრებები რომ მოგვიტანონ საკვები პროდუქტები თუნდაც ჩვენი ხარჯებით. (სამაშველომ ეგ ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო.)
მეგობრებო ჩემი გამძლე და ოპტიმისტური ფსიქოტიპიდან გამომდინარე იცოდეთ, რომ ვისაც იცნობთ ყველაზე ამტანი ვარ მათ შორის. და შესაძლოა სხვებს კიდევ მეტად უჭირს. მე და ჩემმა სამმა მეგობარმა და მეზობელმა ორი საათის წინ გამოვიყვანეთ სახლში ჩაკეტილი მარტოხელა ქალი,“ – აღნიშნავს მარი ჩხაიძე და ვიდეოს გვიზიარებს.