LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანდრო – „პორნო მაგნატი“ თუ სანდრო – „სექსუალური მანიაკ-შანტაჟისტი“ ისეთი აბსურდია, რომ ამ თემაზე მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ ვინმემ არ იფიქროს – ეს ამბავი გამომეპარა…“ – რას წერს ბიძინა ბარათაშვილი

373
ბიძინა ბარათაშვილი, სანდრო ცნობილაძე

„სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ ბოდვა გრძელდება…“, – ამის შესახებ ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ბიძინა ბარათაშვილი სოციალურ ქსელში სპორტულმა კომენტატორ, სანდრო ცნობილაძესთან დაკავშირებით წერს.

„სანდრო ცნობილაძეს ვიცნობ 30 წელიწადზე მეტი ხანია. აქედან 25 წელი ერთად გვიმუშავია. სანდრო – „პორნო მაგნატი“ თუ სანდრო – „სექსუალური მანიაკ-შანტაჟისტი“ ისეთი აბსურდია, რომ ამ თემაზე მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ ვინმემ არ იფიქროს – ეს ამბავი გამომეპარა… სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ ბოდვა გრძელდება…“, – წერს ბიძინა ბარათაშვილი.

„სანდრიკოს გარეშე რეპორტაჟებს არ წავიყვან, ეგ თუ კრიმინალია მე კომენტატორი ვერ ვიქნები. სოლიდარობა უფროს ძმას“ – კომენტატორი გიორგი პავლიაშვილი

კომენტატორი გიორგი პავლიაშვილი დღეს, კომენტატორ სანდრო ცნობილაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ცნობისთვის, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩხრეკა გუშინ, 24 თებერვალს ჩაატარა.

„დილას შემოვიდნენ, კარებს არ მაღებინებენ, ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპი – სულ აქციებზე ვარ და ამას ვუკავშირებ“ – სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონო მოპოვების საქმეს უკავშირდება.

თავად სანდრო ცნობილაძემ კი მედიასთან აღნიშნა, რომ მიმდინარე ღონისძიებას [ჩხრეკას] მის საპროტესტო აქციებზე დგომას უკავშირებს.

სანდრო ცნობილაძე: „ქალის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ეს არის სასაცილო ამბავი – მაქსიმუმ, ნახონ არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g